სამომხმარებლო ხელშეკრულება
მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა და პირობები
მომხმარებლის პერსონალური მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქტობრივი რეგისტრაციის მისამართის მოპოვება კომპანიის მხრიდან ხორციელდება უშუალოდ მომხმარებლისგან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვითა და შესაბამისი მიზნის ფარგლებში.
ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს vethub.ge-ს ვებ-გვერდით სარგებლობა, უნდა დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. vethub.ge-ის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, კანონმდებლობის დაცვით ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.
ტერმინთა განმარტება
1.1. გამოყენების წესები – აღნიშნავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მათთან დაკავშირებულ ნებისმიერ დანართს, რომლებიც არეგულირებენ მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე წვდომისა და გამოყენების წესებს.
1.2. ვებ-გვერდი – ნიშნავს vethub.ge-ს, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების შეთავაზება.
1.3. მომხმარებელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს პირობებს და იყენებს vethub.ge-ის სერვისს.
1.4. მხარეები – ნიშნავს კომპანიას და მის მომხმარებელს.
1.5. ხელშეკრულება – მომხმარებელსა და კომპანიას შორის დადებული შეთანხმება, რომელიც მოიცავს წესებსა და პირობებს.
1.6. მხოლობითი და მრავლობითი ფორმები – ერთმანეთის შემცვლელი მნიშვნელობით გამოიყენება, თუ კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა.
განცხადებები და გარანტიები
ამ პირობებზე თანხმობით მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
არის სრულწლოვანი ან იურიდიული პირი;
გააჩნია ქმედუნარიანობა და საკუთარი ნების თავისუფალი გამოხატვის უფლება;
წარადგინა ზუსტი ინფორმაცია;
არ მონაწილეობს უკანონო საქმიანობაში;
იცავს ადგილობრივ და საერთაშორისო კანონმდებლობას;
ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს vethub.ge-ს ცვლილებების ან დარღვევების შესახებ.
vethub.ge-ის სერვისით სარგებლობა
შეკვეთისას მყიდველი უთითებს სახელს, გვარს, ელფოსტას, მისამართს და ამ მონაცემებს ინახავს სისტემა დაშიფრულად (ჰეშირებული სახით).
მომხმარებელი ირჩევს სასურველ პროდუქციას და ასრულებს ყიდვას.
ყიდვისას ემატება ინფორმაცია: პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, მისამართი და გადახდის მეთოდი.
კომპანიას უფლება აქვს გააუქმოს შეკვეთა დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში.
მომხმარებლის იდენტიფიკატორები
მობილური ნომერი: ერთჯერადი კოდების მისაღებად.
ელფოსტა: კომუნიკაციისა და ოპერაციების დასადასტურებლად.
ფაქტობრივი მისამართი: მიწოდების უზრუნველსაყოფად.
საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაემატოს სხვა იდენტიფიკატორებიც.
პროდუქტის შერჩევა, შეკვეთა და მიწოდება
მომხმარებელი შედის საიტზე ავტორიზაციის ან მის გარეშე.
ირჩევს კატეგორიებს და ფილტრავს პროდუქციას ფასისა და მახასიათებლების მიხედვით.
თბილისში მიწოდება ხდება 2 სამუშაო დღეში, რეგიონებში – 5-7 სამუშაო დღეში.
მიწოდება ხდება შემდეგი გადახდის მეთოდებით:
VISA / MasterCard – 2–7 სამუშაო დღე.
საბანკო გადარიცხვა – თანხის ასახვიდან.
ონლაინ განვადება – თანხის ასახვიდან.
მიწოდება ხორციელდება მისამართზე, სართულზე ატანის გარეშე.
გადახდის მეთოდები
პლასტიკური ბარათი;
საბანკო გადარიცხვა ინვოისით (თუ მიწოდების ტარიფი ავტომატურად არ ჩანს, დაელოდეთ ახალ ინვოისს);
ონლაინ განვადება (შეიძლება მოითხოვოს ფილიალში მისვლა);
კომპანიის ოპერატორი დახმარებას გაუწევს მომხმარებელს საჭიროების შემთხვევაში.
ანგარიშსწორება
მომხმარებელი ანგარიშსწორებას ახორციელებს წინასწარ თანხმობის საფუძველზე.
გადარიცხვის მიმღებია კომპანია.
პრობლების შემთხვევაში მხარდაჭერას უზრუნველყოფს vethub.ge-ის კლიენტთა მომსახურების ცენტრი.
შეკვეთა შესრულებულად ჩაითვლება თანხის ასახვის მომენტიდან.
ტრანსპორტირების ღირებულების ანაზღაურება
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელს არ დაეკისრება მიწოდების ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მან აირჩია არასტანდარტული, უფრო ძვირი მიწოდება.