გამოყენების ჩვენებები
სასოფლო სამეურნეო ცხოველებისა და ძაღლების კანის ინფექციური დაზიანებები:
• ჭრილობები (მათ შორის ქირურგიული) დამწვრობა, წყლულები.
• ღია აბცესები.
• კანის და პირუს ღრუს ლორწოვანი გარსის დეზინფექცია.
• გინეკოლოგიური, ინფექციური და ანთებითი დაავადებები.
• ცხოველთა კიდურების დეზინფექცია.
• თურქული, ნეკრობაცილოზი.
• კასტრაციის წინა და შემდგომი მანიპულაციები.
გამოშვების ფორმა: 50 მლ და 300მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი სპრეის ფორმის გამფრქვევი საცმით დამცავი ხუფის მქონე პოლიეთილენის ფლაკონში.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატის გამოყენებამდე დაზიანებულ ადგილს ასუფთავებენ ჭუჭყისგან და აცილებენ მკვდარ ქსოვილებს. აეროზოლიან ფლაკონს კარგად ანჯღრევენ. მექანიკური მიფრქვევა ხდება დღეში 2-ჯერ დაზიანებულ ადგილზე 1-2 წამით 10-20 სმ-ის დაშორებით. მიფრქვევის შემდეგ ცხოველს არ აძლევენ პრეპარატის ალოკვის საშუალებას 5 წუთის განმავლობაში. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია ჭრილობის სიმძიმეზე და მისი შეხორცების სიჩქარეზე.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისგან და მზის პირდაპირი სხივებიდან დაცულ ადგილას 5-250C-ზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
