Caniverm, oral paste / კანივერმი , ორალური პასტა

შეფუთვის ფორმა: აპლიკატორი – 4 მლ
სამიზნე ცხოველები: ძაღლი და კატა
მწარმოებელი: ბიოვეტა-ჩეხეთი

20,00 

Shipping and returns

Authorities in our business will tell in no uncertain terms that Lorem Ipsum is that huge, huge no no to forswear forever. Not so fast, I'd say, there are some redeeming factors in favor of greeking text, as its use is merely the symptom of a worse problem to take into consideration.

Product care

Anyway, you still use Lorem Ipsum and rightly so, as it will always have a place in the web workers toolbox, as things happen, not always the way you like it, not always in the preferred order.

Description

დეტალური აღწერა
შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს:

ფენბენდაზოლი – 75 მგ
პირანტელის ემბონატი – 72 მგ
პრაზიკვანტელი – 25 მგ
ბუტილჰიდროქსიანიზოლი – 0,2 მგ.

ჩვენება:

ნემატოდოზები: ტოქსოკაროზი, ტოქსასკარიდიოზი, უნცინარიოზი, ანკილოსტომოზი, ტრიქოცეფალოზი
ცესტოდოზები: დიფილიდიოზი, დიფილობოტრიოზი, ექინოკოკოზი, ტენიიდოზი

ფარმაკოლოგიური თვისებები: კანივერმი პასტა ხასიათდება ფართო სპექტრის ანტიჰელმინთური მოქმედებით ძაღლის და კატის ნემატოდების და ცესტოდების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:

შეიყვანება მხოლოდ პერორალურად;

პრეპარატი ეძლევა ერთჯერადად ერთი დოზის სახით. აპლიკატორს ხსნიან თავსახურს და ათავსებენ პირის ღრუში ისე, რომ პასტა დაესხას ენის ძირზე. პრეპარატის მიცემისთანავე ცხოველის თავს წევენ ზევით რამოდენიმე წამით ისე, რომ დარწმუნდნენ, რომ ცხოველმა გადაყლაპა პრეპარატი.

პრეპარატის 1 მლ ეძლევა ყოველ 5 კგ ცხოველის ცოცხალ წონაზე.

კატა: 0,5 მლ პასტა 0,5–2 კგ ცოცხალ წონაზე; 1,0 მლ პასტა 2,1–5 კგ ცოცხალ წონაზე.

ძაღლი: 0,5 მლ პასტა 0,5–2 კგ ცოცხალ წონაზე; 1,0 მლ პასტა 2,1–5 კგ ცოცხალ წონაზე.

მოზარდ ცხოველებს ჰელმინთოზების საწინააღმდეგოდ მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს 3 კვირიდან 12 კვირამდე ასაკში, 3­კვირიანი ინტერვალით და შემდგომ პროფილაქტიკური დეჰელმინთიზაცია ყოველ 3 თვეში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები:
ჰიპერსალივაცია, ღებინება, თხელი განავალი, ჭინჭრის ციება, ხანმოკლე ტემპერატურის მომატება;
ეს არის რეაქცია მკვდარი ჭიების ცილების მიმართ და არა პრეპარატის აქტიურ ნივთიერებებზე.

უკუჩვენებები:
დაუშვებელია პრეპარატის მიცემა რძიან საკვებთან ერთად.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, ბნელ, გრილ და იზოლირებულ ადგილას, 50C-250C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 18 თვე, გახსნიდან – 6 თვე.

შეფუთვის ფორმა: 1×10 მლ, 10×10 მლ.