კლადაქსა – კომბინირებული ანტიბაქტერიული პრეპარატი ცხოველებისთვის / 10 ტაბლეტი
შემადგენლობა: ამოქსიცილინი, კლავულანის მჟავა.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კლადაქსა აერთიანებს ამოქსიცილინსა და კლავულანის მჟავას, რაც უზრუნველყოფს ფართო სპექტრის ანტიბაქტერიულ მოქმედებას მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიის წინააღმდეგ, მათ შორის: Staphylococcus spp., Escherichia coli, Salmonella spp. და სხვა. პრეპარატი კარგად შეიწოვება და თერაპიული კონცენტრაცია ორგანიზმში ნარჩუნდება 12 საათის განმავლობაში.
ჩვენებები:
- კანის ინფექციების, სასუნთქი სისტემის დაავადებების, შარდსასქესო გზების და კუჭ-ნაწლავის ინფექციების მკურნალობა.
- გამოიყენება ძაღლებსა და კატებში ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.
უპირატესობები:
- შესაფერისია ნებისმიერი ასაკისა და წონის ცხოველებისთვის.
- ნებადართულია ორსულ და მეძუძურ ცხოველებში გამოყენება.
- დაუხარჯავი ნახევარი აბი შეიძლება შეინახოს 24 საათის განმავლობაში.
დოზირება:
12.5 მგ/კგ ცხოველის სხეულის წონაზე დღეში 2-ჯერ. მძიმე შემთხვევებში დოზა შეიძლება გაიზარდოს 25 მგ/კგ-მდე.
აბები შეიძლება მიეცეს ცხოველს ხელით ან საკვებთან ერთად.
მკურნალობის კურსი: 5-7 დღე.
უკუჩვენებები:
- არ გამოიყენოთ ცხოველებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა β-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.
- არ არის რეკომენდებული ზოგიერთი სახეობისათვის, როგორიცაა ქვიშის ვირთხები, ზღვის გოჭები და კურდღლები.
გვერდითი მოვლენები:
თუ პრეპარატი გამოიყენება სწორად, გვერდითი მოვლენები იშვიათია. ალერგიული რეაქციის შემთხვევაში, შეწყვიტეთ გამოყენება და ჩაატარეთ სიმპტომური მკურნალობა.
შენახვის პირობები: სამკურნალო პრეპარატი ინახება მწარმოებლის მიერ წარმოებულ დახურულ შეფუთვაში, საკვები პროდუქტებისგან და საკვებისაგან მოშორებით, მზის სხივებისა და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 0-დან-250C -მდე ტემპერატურაზე
ვარგისობის ვადა: 2 წელი. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება აკრძალულია.
