ექტოციდოლი 600 – კონცეტრატი, გარეგანი გამოყენების ემულსიის დასამზადებლად. გამოიყენება ექტო-პარაზიტების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე შენობების და სადგომების დეზინსექციისთვის
შემადგენლობა: 1მლ შეიცავს აქტიურ ნივთიერება – დიაზინონს (Diazinon) 600მგ
აღწერა: ექტოციდოლი 600 წარმოადგენს გამჭვირვალე სითხეს, მოყვითალო ან ღიაყავისფერი ფერით, გააჩნია დამახასიათებელი სპეციფიკური სუნი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერება დიაზინონი მიეკუთვნება ფოსფორორგანული ნაერთების ქიმიურ ჯგუფს.
ექტოციდოლი 600 არის ინსექტოაკარიციდული საშუალება ნაწლავურ-კონტაქტური მოქმედებით. აქტიურია ტილების, რწყილების, ბეწვიჭამიებისა და ბუმბულიჭამიების,კანის ტკიპების, ბუზების, სარკოპტოიდული, იქსოდური და ქათმის ტკიპების, საწოლის ბაღლინჯოების, ტარაკნების, ბუზების, კოღოების, ობობებისა და სხვა ექტოპარაზიტების მიმართ. ტოქსიკურია თევზებისა და ფუტკრებისთვის.
ჩვენებები: გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, თხის ფსოროფტოზის საწინააღმდეგოდ, ღორების – სარკოფტოზის, ცხოველების გარეგანი ენტომოზების, ასევე გარეგანი მკბენარების – ტკიპების, ბუ-ზების და სხვა ექტოპარაზიტების გასანადგურებლად, ცხოველებისა და ფრინველების სადგომებში დეზინ-სექციისა და დერატიზაციისათვის.
გვერდითი მოვლენები: ინსტრუქციის შესაბამისი მოხმარების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ აღინიშ-ნება. გარემოში მაღალ ტემპერატურაზე, მზეზე მყოფ ცხოველებს შესაძლოა გამოუვლინდეთ მოწამვლა პრეპა-რატის კანის საფარიდან სწრაფი შეწოვის გამო.
უკუჩვენება: არ გამოიყენოთ დაავადებულ, დაუძლურებულ და პრეპარატის მიმართ მაღალმგრძნობიარე ცხო-ველებისადმი. მაკეობა, ლაქტაცია პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება მაკე (მაკეობის ბოლო ტრიმერსტრი) და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ცხოველებისთვის.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი(ცხვარი, თხა); ღორი; ცხოველებისა და ფრინველების სადგომი
გამოყენების წესი, დოზირება:
ექტოციდოლ 600 გამოიყენება წყლიანი ემულსიის სახით. სამუშაო ხსნარი უნდა მოვამზადოთ უშუალოდ დამუშავების წინ.
ცხვარი, თხა – ფსოროფტოზის საწინაღმდეგოდ:
ცხოველები უნდა გაიბანონ აბაზანაში პროფილაქტიკის მიზნით ერთჯერადად,ექსპოზიცია 50-60 წამი. ცხვარი გაიბანება გაპარსვიდან 15 დღის შემდეგ. გასაბანი აბაზანები გამოიყენება ხსნარის მომზადების დღესვე. დამუშავების სიხშირე დამოკიდებულია პარაზიტის სახეობაზე, კლიმატურ პირობებზე და ინფექცი-ური პროცესის ხარისხზე. გამეორება შესაძლებელია 10-15 დღის შემდეგ.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფსოროფტოზის და ენტომოზების (ტკიპების, მქავანების, რწყილების საწინააღმდეგოდ) დროს:
ცხოველებს ასხურებენ წყლიან ემულსიას. საჭიროების შემთხვევაში, გამეორება შესაძლებელია 10-14 დღის ინტერვალით
ღორებს სარკოფტოზის საწინაღმდეგოდ: ასხურებენ წყლიან ემულსიას. პროფილაქტიკა ერთჯერადად, სამ-კურნალოდ. ცხოველების დამუშავება წარმოებს ორჯერადად 10-14 დღის ინტერვალით. სამიზნე ცხოველების დამუშავება ხდება მხოლოდ გრილი ან მოღრუბლული ამინდის პირობებში ( ტემპერატურა არაუმეტეს 28 C).
პროფილაკტიკის მიზნით გაბანვა ტარდება გაზაფხულსა და შემოდგომაზე ერთჯერადად.
ძირითადი მითითებები: მაკეობა, ლაქტაცია – პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება მაკე (მაკეობის ბოლო ტრიმერსტრი) და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ცხოველებისთვის.
დაყოვნების პერიოდი: ცხოველების ხორცი საკვებად გამოიყენება პრეპარატის ბოლო გამოყენებიდან 15 დღის
შემდეგ. აღნიშნულ ვადაზე ადრე ცხოველის იძულებით დაკვლის შემთხვევაში ხორცი შეიძლება გამოყენებუ-ლი იქნას ხორცისმჭამელი ცხოველების საკვებად ან ძვლისა და ხორცის ფქვილის წარმოებაში.
რძის საკვებად მიღება აკრძალულია პრეპარატის ბოლო მიღებიდან 3 დღის განმავლობაში, ასეთი რძე შეიძლე-ბა გამოყენებული იქნას ცხოველთა საკვებად.
სიფრთხილის ზომები: მუშაობის დროს უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზოგადი წესები, რაც პრეპარატებთან მუშაობისას კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. პრეპარატთან მუშაობას აწარმოებენ სპეციალური ტანსაცმლით (ხალათი, წინსაფარი, ქუდი, ხელთათმანები, დამცავი სათვალეები და რესპირატორი). მუშაობის დროს არ შეიძლება მოწევა, ჭამა და სმა. სამუშაოს დამთავრების შემდეგ აუცილებე-ლია პირის გამოვლება, ხელების და სახის საპნით დაბანა. კანზე მოხვედრისას უნდა დაიბანოთ საპნით და დიდი ოდენობის გამდინარე წყლით. გართულების შემთხვევისას მიმართეთ ექიმს.
იკრძალება პრეპარატის ტარის გამოყენება საკვები პროდუქტებისათვის;
პრეპარატი ცეცხლსაშიშია;
დაუშვებელია პრეპარატის გაცხელება 50℃ ტემპერატურაზე და მეტად.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25 ℃ ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი
განადგურება, უტილიზცია: გამოუყენებელი ან ვადაგასული პრეპარატი, აგრეთვე სამუშაო ემულსიის ნარჩენები განეიტრალდება 5%-იანი ტუტის ხსნარით ან ჩამქრალი/ქლორული კირის წყლის სუსპენზიით (1:3) და უტილიზირდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, სასმელი წყლის წყაროებისა და წყალ-საცავებისგან მოშორებით.
გამოშვების ფორმა: 5ლ და 1ლ პოლიეთილენის ბოთლში, 100მლ პოლიეთილენის ფლაკონში და 4მლ მინის ამპულაში.
