ვილმექტინი 50მლ

ფართო სპექტრის, ანტიპარაზიტული,ანტიჰელმინთური საინექციო საშუალება

  • შემადგენლობა: ივერმექტინი
  • სამიზნე ცხოველი: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი.
  • გამოშვების ფორმა: საინექციო ხსნარი
  • მწარმოებელი: vilsan
  • წარმომავლობა: თურქეთი

10,00 

Shipping and returns

Authorities in our business will tell in no uncertain terms that Lorem Ipsum is that huge, huge no no to forswear forever. Not so fast, I'd say, there are some redeeming factors in favor of greeking text, as its use is merely the symptom of a worse problem to take into consideration.

Product care

Anyway, you still use Lorem Ipsum and rightly so, as it will always have a place in the web workers toolbox, as things happen, not always the way you like it, not always in the preferred order.

Description

  ვილმექტინი

ვილმექტინი ფართო სპექტრის ენდო და ექტოპარაზიტული ეფექტის მქონე პრეპარატია. იგი გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის, თხის  და ღორის ენდო და ექტო პარაზიტებისაგან თავდაცვისა და მკურნალობის მიზნით

 

მსხვილფეხა პირუტყვი:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნემატოდები – Ostertagia ostertagi, O.lyrata, Haemonchus placei, Trichostrongylus axei, T. colubriformis, Cooperia oncophora, C. Punctata, C. pectinata, Oesophagostomum radiatum, Bunostomum phlebotonum  (მხოლოდ ზრდასრული ფორმები), Nematodirus helvetianus  (მხოლოდ ზრდასრული ფორმები), Nematodirus spathiger (მხოლოდ ზრდასრული ფორმები).

ფილტვის ნემატოდები – Dictyocaulus viviparus (ზრდასრული ფორმები და განვითარების მე-4 სტადიაში მყოფი ჭიები).
მატლები (პარაზიტობის სამ სტადიაში) – Hypoderma bovis, Hypoderma lineatum.

მწოველი ტილები – Linognathus vituli, Haematopinus eurysternus, Solenopotes capillatus.
ტკიპები – Sarcoptes scabiei, Psoroptes bovis (bovis).

თვალის პარაზიტები: Thelazia spp.

ცხვარი და თხა: 

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჰელმინთები Ostertagia spp, Haemonchus placei, Trichostrongylus spp., Cooperia spp., Oesophagostomum columbianum, Nematodirus spp., Bunostomum trigonacepalum, Chabertia ovina, Trichuris ovis;

ფილტვის ნემატოდები (ზრდასრული ფორმები და განუვითარებელი): Dictyocaulus filaria, Protostrongylus rufescens.

გარე პარაზიტები: პრჟევალსკის სილენუსი (ნოკრა), Oestrus ovis (ცხვირის ჭია) (მატლობის ფორმა), ქეცი, სისხლის მწოველები და მკბენარი ტილები, Melophagus ovinus  (ცხვრის მფრინავი ტილი),  Ornithodorus lahorensis (ფარეხის ტკიპა).

 

ღორი: 

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნემატოდები (ზრდასრული და განვითარების მე-4 სტადიაში მყოფი ჰელმინთები) –Askarida suum, Hyostrongylus rubidus, Oesophagostomum spp. (მხოლოდ ზრდასრული ფორმები).

ფილტვის ჭიები: Dictycaulus viviparous (ზრდასრულ და მატლობის ფორმებში).

გარე პარაზიტები: hypoderma bovis hypoderma lineatum, ტილები, ტკიპები და ქეცი, ნახევრად მატლები

 


გამოყენების წესი და დოზირება

პრეპარატი შეჰყავთ მხოლოდ კანქვეშ.

თუ ვეტერინარის მიერ სხვა ფორმით არ არის დანიშნული, მაშინ ივერმექტინის დოზა შეადგენს 1მლ (0.2მგ/კგ)  50კგ ც.წ-ზე.

   სხეულის წონა          დოზა

50კგ                        1მლ
100კგ                      2მლ
150კგ                      3მლ
200კგ                      4მლ
250კგ                     5მლ
300კგ                     6მლ
400კგ                     8მლ
500კგ                     10მლ

თუ დოზა 10მლ-ზე მეტია, მაშინ ინექცია უნდა გაკეთდეს ორ სხვადასხვა ადგილას.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას 15-25°C-ზე


ვარგისიანობის ვადა:
 3 წელი.