რიკარფას ტაბლეტები ხორცის არომატით მიეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს
შემადგენლობა: ხორცის არომატის მქონე რიკარფას ერთი ტაბლეტები შეიცავს მოქმედ ნივთიერებას: კარპროფენს 20მგ, 50მგ და 100მგ
დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზის მონოჰიდრატს, სიმინდის სახამებელს, რკინის წითელ ოქსიდს, რკინის შავ ოქსიდს, პოვიდონი K30-ს, ნატრიუმის გლიკოლატს, არომატიზატორს ხორცის არომატით 10022, კოლოიდურ ანჰიდრიდს, ტალკს, მაგნიუმის სტეარატს
კარპროფენი – რომელიც შედის სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაში, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება.
კაპროფენი პერორალურად მიღებისას სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და აღწევს სისხლში. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მისი მიღებიდან 1-3 საათის შემდეგ. მეტაბოლიზდება თირკმელში, გამოიყოფა ძირითადად ფეკალთან და ნაწილობრივ შარდთან ერთად. ძაღლის ორგანიზმიდან მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 10 სთ-ს შეადგენს.
რიკარფის ტაბლეტები ხორცის არომატით ორგანიზმზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით მიეკუთვნება ზომიერად საშიშ ნივთიერებებს.
გამოყენების ჩვენებები და გამოყენების წესი:
– ანთებისა და ტკივილის სინდრომის დროს, რომელიც ვითარდება საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაში მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს;
– როგორც ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
პრეპარატი გამოიყენება ინდივიდუალურად, პერორალურად, კარპროფენის დღეღამური დოზით 4.0მგ/კგ-ზე, რომლის ორ ნაწილად გაყოფაა რეკომენდირებული. 7-დღიანი მკურნალობის შემდეგ, კლინიკური ნიშნების გათვალისწინებით დოზის შემცირება რეკომენდირებულია 2მგ/კგ -მდე.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადების დროს დამოკიდებულია ცხოველის მდგომარეობაზე და განისაზღვრება მკურნალი ვეტერინარი ექიმის მიერ.
სამკურნალო პრეპარატის მოქმედების თავისებურებები მისი პირველი გამოყენებისას და მოხსნის შემდეგ არ აღინიშნება.
მოერიდეთ პრეპარატის დოზის გამოტოვებას, ვინაიდან მცირდება თერაპიული ეფექტიანობა. ერთი დოზის გამოტოვების შემთხვევაში პრეპარატის მიღება განახლდება იგივე დოზითა და სქემით.
გვერდითი ეფექტები: სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად შეიძლება გამოიწვიოს ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, ზედოზირების შემთხვევაში, აღინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, ღებინება და დიარეა.
უკუჩვენებები: ინდივიდუალური მგრძნობელობის მომატება კაპროფენის მიმართ.
– გულის, თირკმლისა და ღვიძლის დაავადების დროს პრეპარატი ინიშნება მკურნალი ვეტერინარის ზედამხედველობით.
იკრძალება გამოყენება:
– მეძუძური ძაღლისთვის, ლაქტაციის დროს მისი გამოყენება განისაზღვრება ვეტერინარის მიერ მიღებული სარგებლისა და რისკის შეფასების საფუძველზე
– დაუშვებელია სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად გამოყენება, ასევე მათი მიღებამდე ან მიღების შემდეგ 24 საათის განმავლობაში.
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული მაღალპროდუქტიული ცხოველებისთვის
შენახვის პირობები: სამკურნალო პრეპარატი ინახება მწარმოებლის მიერ წარმოებულ დახურულ შეფუთვაში, საკვები პროდუქტებისგან და საკვებისაგან მოშორებით, მზის სხივებისა და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 0-დან-250C -მდე ტემპერატურაზე
ვარგისობის ვადა: 3 წელი. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება აკრძალულია.
