Advantix-ის ტუბიკები – თითოეული მლ-ი შეიცავს გამჭვირვალე მოყვითალო-მოყავისფრო ხსნარს 100 მგ იმიდაკლოპრიდს და 500 მგ პერმეტრინს და დამხმარე ნივთიერებებს ჰიდროქსიტოლუენს (E321), N-მეთილპიროლიდონს, მიგლიოლ 812-ს და ლიმონმჟავას (E330).
ფარმაკოლოგიური თვისებები:
Advantix-ი შეიცავს იმიდაკლოპრიდს, რომელიც არის ქლორონიკონილის ჯგუფიდან და პერმეტრინი, რომელიც მიეკუთვნება სინთეზურ პირეტროიდების კლასს და გამოიყენება ძაღლებში კანზე წვეთებით ექტოპარაზიტული კონტროლისთვის. ეს კომბინაცია მოქმედებს როგორც ინსექტიციდი, აკარიციდი და რეპელენტი.
იმიდაკლოპრიდი ექტოპარაზიტია, რომელიც მიეკუთვნება ქლორონიკონილის ჯგუფს და აზიანებს რწყილების ზრდასრულ და ლარვის ფორმებს. იგი ავლენს აფინურობის მაღალ ხარისხს ნიქონერგული აცილქოლინის რეცეპტორების მიმართ მწერების ცენტრალური ნერვული სისტემის პოსტ-სინაფსურ რეგიონებში. მწერებში ქოლინერგული პროცესების დათრგუნვის შედეგად მწერები პარალიზდებიან და იღუპებიან.
პერმეტრინი ინსექტიციდია, რომელიც მიეკუთვნება პირველი თაობის სინთეზურ პრეთირეოიდულ კლასს. პრეთირეოიდები გავლენას ახდენენ ხერხემლიანების და არახერხემლოების ნატრიუმის ნეიროტრანსმისიის არხებზე. პრეთირეოიდები ცნობილია, როგორც ღია არხის ბლოკატორები და ანელებენ ნატრიუმის არხების აქტივაციისა და ინაქტივაციის თვისებებს მათზე ზემოქმედებით. ეს ქმნის პარაზიტებში ჰიპერაგზნების მუდმივ მდგომარეობას, რის შედეგადაც ვითარდება ტრემორი მთელს სხეულში, არაკოორდინაცია, უეცარი ტრემორი ზურგის კუნთებში, გადაჭარბებული აგზნება და სიკვდილი.
Advantix გამოიყენება ძაღლებზე ადგილობრივად, ხსნარი სწრაფად ნაწილდება სხეულის ზედაპირზე. ორივე აქტიური
ნივთიერება აქტიური რჩება გამოყენებული ცხოველის კანზე და ბეწვზე 4 კვირის განმავლობაში.
გამოყენების მეთოდი: გამოიყენება მხოლოდ დერმალურად. უნდა წაუსვათ მხოლოდ დაუზიანებელ კანზე. 10 კგ ან ნაკლები წონის ძაღლებს. ძაღლი მდგომიარე პოზიციაშია, ბეჭის ძვლებს შორის გადაუწიეთ ბეწვი. პიპეტის წვერი დაადეთ
კანზე და რამდენიმეჯერ კარგად გაწურეთ კანზე.
არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულ და მეძუძურ ძაღლებში და 7 კვირაზე ნაკლები ასაკის ლეკვებში
