Farmina N&D, 80 გრ. კატის სველი საკვები, ქინოას, ირემისა და ქოქოსის არომატით
Farmina
Farmina იტალიური, ნუტრიციული კომპანიაა, ცხოველის საკვების წარმოების 50 წლიანი გამოცდილებითა და 60-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტით. Farmina-ს ყველა ჰიპერპრემიუმ კლასის პროდუქტი 100%-ით ნატურალური და არაგენმოდიფიცირებულია.
Farmina-ს მაღალი ხარისხის სველი საკვები სპეციალურად შექმნილია ზრდასრული კატებისთვის, კანისა და ბეწვის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად. მისი ფორმულა ეფუძნება შეზღუდულ ინგრედიენტებს (L.I.D.) და შეიცავს მხოლოდ ერთ ცხოველურ ცილოვან წყაროს – ირმის ხორცს, რაც იდეალურია ალერგიისა და საკვების შეუწყნარებლობის მქონე კატებისთვის. საკვები შეიქმნა სპეციალურად იმ კატებისთვის, ვისაც აქვს სპეციფიკური კვებითი საჭიროებები, როგორიცაა კანის ალერგია, ბეწვის მდგომარეობის გაუარესება ან საკვებზე მგრძნობელობა.
მახასიათებლები:
• ჰიპოალერგიული: ამცირებს ალერგიის და კანის გაღიზიანების რისკს, რადგან შეიცავს მხოლოდ ერთ, მარტივად მოსანელებელ ცილას – ირმის ხორცს.
• აჯანსაღებს კანს და ბეწვს: ქოქოსი და ომეგა 3/6 ცხიმოვანი მჟავები ატენიანებს კანს და ანიჭებს ბზინვარებას ბეწვს.
• საუკეთესოა მონელებისთვის: ქინოას წყალობით ეხმარება კუჭ-ნაწლავის ჯანსაღ ფუნქციონირებას და არ აღიზიანებს მუცელს.
• აძლიერებს იმუნიტეტს: ანტიოქსიდანტები (ქინოა, ქოქოსი) იცავს ორგანიზმს ანთებებისგან და ასტიმულირებს ბუნებრივ დაცვას.
• სუფთა და უსაფრთხო შემადგენლობა: არ შეიცავს მარცვლეულს, ქარაგენანს, გლუტენს და ხელოვნურ დანამატებს – მარტივად მოსანელებელი და ბუნებრივი.
შემადგენლობა
ირმის კანჭი (65%), ქინოას გასუფთავსებული მარცვალი (5%), თევზის ცხიმი, ქოქოსი (4%), ფრუქტოოლიგოსაქარიდები, ქონდროიტინის სულფატი, გლუკოზამინი, ვიტამინები, მინერალები. ცილის წყარო: ირმის კანჭი. ნახშირწყლების წყარო: ქინოას გასუფთავებული მარცვალი.
დანამატები თითო კილოგრამზე – საკვები დანამატები: ვიტამინი A 4800IU; ვიტამინი D3 320IU; ვიტამინი E 160მგ; ქოლინის ქლორიდი 501მგ: თუთია (თუთიის ქელატი, მეთიონინის ჰიდროქსი ანალოგი): 36მგ; მანგანუმი (მანგანუმის ქელატი, მეთიონინის ჰიდროქსი ანალოგი): 6.8მგ; რკინა (რკინა (II)-ის გლიცინის ჰიდრატის ქელატი): 16.8მგ; სპილენძი (სპილენძის ქელატი, მეთიონინის ჰიდროქსი ანალოგი): 2.9მგ; DL-მეთიონინი, ტექნიკურად სუფთა, 1500მგ; ტაურინი 800მგ; L-კარნიტინი 50მგ.
ანალიტიკური შემადგენლობა: ტენიანობა 75.00%; ნედლი ცილა 12.80%; ნედლი ცხიმი 5.40%; ნედლი ბოჭკო 0.90%; ნედლი მინერალები 3.60%
