ZooSmart ლეკვების საწვრთნელი წვეთები – ტუალეტის სწავლების დამხმარე საშუალება ლეკვებისა და ახალგაზრდა ძაღლებისთვის – შიდა/გარე ტუალეტის სწავლების ხსნარი
შემადგენლობა:
უფერო ხსნარი, შეიცავს ამონიუმის ბიკარბონატს, პროპილენგლიკოლს, ესენციას,კალიუმის სორბატს და ნატრიუმის ბენზოატს.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ZooSmart Puppy Trainer ხსნარი სპეციალურად შემუშავებულია ლეკვებისა და ახალგაზრდა ძაღლების ტუალეტის სწავლებისთვის . Puppy Trainer ხსნარის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები ძაღლებს ასტიმულირებს, რომ ტუალეტში გასვლა დანიშნულ ადგილებში გააკეთონ.
გამოყენების წესი: გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. შენობაში გამოყენებისთვის, ლეკვის საფენი ან გაზეთი მოათავსეთ დანიშნულ ადგილას. დარწმუნდით, რომ ადგილი მათი საწოლისა და საკვების თასისგან მოშორებითაა. წვეთები დანიშნულ ადგილას დაუშვით და თქვენს ძაღლს მიეცით საშუალება, რომ ადგილი დაყნოსოს. გააგრძელეთ წვრთნის პროცესი დამატებითი წასმით და ხშირად დააბრუნეთ თქვენი ცხოველი დანიშნულ ადგილას, განსაკუთრებით ჭამის, სმის, თამაშის ან ძილის შემდეგ.
საჭიროებისამებრ წაუსვით. გაიმეორეთ წვრთნის პროცესი სასურველ შედეგის მიღწევამდე. ყოველთვის შეაქეთ თქვენი ძაღლი სასურველი ქცევისთვის და დააჯილდოვეთ.
გამოყენების სფერო: ლეკვებში ტუალეტის სწავლების ჩვევების გამომუშავებისთვის. იდეალურია როგორც შენობაში, ასევე გარეთ გამოყენებისთვის.
ზოგადი გაფრთხილებები: გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. არ შეურიოთ სხვა პროდუქტებს. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. შეინახეთ პროდუქტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მოერიდეთ თვალებთან და კანთან კონტაქტს.
შენახვა და ვარგისიანობის ვადა: მოარიდეთ მზის სხივებს. შეინახეთ მჭიდროდ დახურული და გრილ, მშრალ ადგილას. დაიცავით ყინვისგან. ვარგისიანობის ვადაა 2 წელი წარმოების დღიდან.
