დეტალური აღწერა
შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს:
ფენბენდაზოლი – 37,5 მგ
პირანტელის ემბონატი – 36,0 მგ
პრაზიკვანტელი – 12, 5 მგ.
ჩვენება:
ნემატოდოზები: ტოქსოკაროზი, ტოქსასკარიდიოზი, უნცინარიოზი, ანკილოსტომოზი, ტრიქოცეფალოზი.
ცესტოდები: დიფილიდიოზი, დიფილობოტრიოზი, ექინოკოკოზი, ტენიიდოზი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კანივერმი ხასიათდება ფართო სპექტრის ანტიჰელმინთური მოქმედებით ძაღლის და კატის ნემატოდების და ცესტოდების მიმართ.
მიღების წესი და დოზირება:
ცხოველს ეძლევა პერორალურად საკვებთან ერთად ან ძალდატანებით (ენის ძირზე დადებით ან შპრიცით სუსპენზიის სახით).
პრეპარატი ცხოველებს ეძლევა ცოცხალი მასის მიხედვით:
2 კგმდე – 1/4 ტაბლეტი
2დან 5 კგმდე – 1/2 ტაბლეტი
5დან 10 კგმდე – 1 ტაბლეტი
10დან 20 კგმდე – 2 ტაბლეტი
20დან 30 კგმდე – 3 ტაბლეტი
30დან 40 კგმდე – 4 ტაბლეტი
40 კგის ზევით – 5 ტაბლეტი
სამკურნალო მიზნით პრეპარატი ეძლევა საჭიროების მიხედვით.
პროფილაქტიკური მიზნით პრეპარატი ეძლევა ყოველ 3 თვეში ერთხელ.
ლეკვების დეჰელმინთიზაცია ტარდება ექვსი კვირის ასაკიდან.
გვერდითი მოვლენები: დადგენილი არ არის.
უკუჩვენებები: პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება მაკეობის პერიოდში.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 2 წელი.
