ჩვენება:
ნემატოდოზები: ტოქსოკაროზი, ტოქსასკარიდიოზი, უნცინარიოზი, ანკილოსტომოზი, ტრიქოცეფალოზი.
ცესტოდები: დიფილიდიოზი, დიფილობოტრიოზი, ექინოკოკოზი, ტენიიდოზი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კანივერმი ხასიათდება ფართო სპექტრის ანტიჰელმინთური მოქმედებით ძაღლის და კატის ნემატოდების და ცესტოდების მიმართ.
მიღების წესი და დოზირება:
ცხოველს ეძლევა პერორალურად საკვებთან ერთად ან ძალდატანებით (ენის ძირზე დადებით ან შპრიცით სუსპენზიის სახით).
პრეპარატი ცხოველებს ეძლევა ცოცხალი მასის მიხედვით:
1 აბი 0.5-2კგ მასაზე
2 აბი 2-5კგ მასაზე
4 აბი 5-10კგ მასაზე
რეკომენდირებულია ძაღლებისთვის და კატებისთვის 3 კვირის ასაკიდან
სამკურნალო მიზნით პრეპარატი ეძლევა საჭიროების მიხედვით.
პროფილაქტიკური მიზნით პრეპარატი ეძლევა ყოველ 3 თვეში ერთხელ.
გვერდითი მოვლენები: დადგენილი არ არის.
უკუჩვენებები: პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება მაკეობის პერიოდში.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 2 წელი.
