Happy Dog VET Diät Intestinal (სველი კვება) — კუჭ-ნაწლავის ჯანსაღი დაცვა და მარტივი მონელება!
მსოფლიოში აღიარებული გერმანული ხარისხის Happy Dog VET Diät Intestinal არის სპეციალურად შემუშავებული სრულფა-სოვანი ვეტერინარული დიეტა-სველი საკვები, რომელიც განკუთვნილია 6 თვის ასაკიდან ლეკვებისა და ზრდასრული ძაღლების-თვის.
ეს უმაღლესი კლასის საკვები ეფექტურად უწყობს ხელს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე აშლილობისა და ნაწლავური შეწოვის (რეზორბციის) დარღვევების რეგულირებას. მისი მსუბუქი და ადვილად მონელებადი ინგრედიენტები მყისიერად ხსნის დატვირთვას საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და უზრუნველყოფს ორგანიზმის სწრაფ აღდგენას.
რატომ უნდა აირჩიოთ VET Diät Intestinal?
- მსუბუქი და ადვილად მონელებადი: შეიცავს ადვილად ათვისებად ცილებს (ქათამი, ღორი) და ნახშირწყლებს (ბრინჯი, კარტოფილი), რაც იდეალურია გაღიზიანებული კუჭისთვის.
- ნაწლავური ფლორის აღდგენა: გამდიდრებულია ძვირფასი დიეტური ბოჭკოებით, ასევე საფუარისგან მიღებული ინულინითა და მანან-ოლიგოსაქარიდებით (MOS), რაც აძლიერებს სასარგებლო ბაქტერიებს და აბალანსებს ნაწლავის მიკროფლორას.
- გლუტენის გარეშე (Gluten-free): სრულიად თავისუფალია გლუტენისგან, რაც ამცირებს ალერგიული რეაქციებისა და დამატებითი გაღიზიანების რისკს.
- განავლის კონსისტენციის დარეგულირება: წყლის შემბოჭველი სპეციალური ბოჭკოები ეფექტურად ამაგრებს და ასტაბილურებს განავალს (დიარეის დროს) და ანაზღაურებს დაკარგულ ნატრიუმსა და კალიუმს.
შემადგენლობა: ხორცი და სუბპროდუქტები , სტაფილო, ბრინჯი, ფრინველის ცხიმი, კარტოფილის ფიფქები, მინერალები, ორაგულის ზეთი, ვარდკაჭაჭას ფესვი (ფრუქტო-ოლიგოსაქარიდების – FOS წყარო), საფუარი (ექსტრაგირებული, MOS-ის წყარო), სპეციალური სამკურნალო მცენარეები.
ვიტამინები და დანამატები (1 კგ-ზე): ვიტამინი D3 (3a671): 240 ს.ე., ვიტამინი E (3a700): 24 მგ, ვიტამინი B1 (3a821): 5.8 მგ, ვიტამინი B2 (3a825i): 7.2 მგ, ვიტამინი B6 (3a831): 3 მგ, ბიოტინი (3a880): 600 მკგ, კალციუმის D-პანტოთენატი (3a841): 14.4 მგ, ნიაცინამიდი (3a315): 16.2 მგ, სპილენძი (3b405): 1.5 მგ, თუთია (3b605): 25 მგ, მანგანუმი (3b503): 2 მგ, იოდი (3b202): 0.9 მგ, შემკვრელი ნივთიერებები: კრემნიუმის დიოქსიდი/დიატომიტი (E551c) – 1500 მგ.
მნიშვნელოვანი ვეტერინარული რეკომენდაციები:
- ყურადღება: ამ საკვების გამოყენებამდე ან კვების ხანგრძლივობის გაგრძელებამდე, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ვეტერინართან.
- ოპტიმალური შედეგისთვის, სასურველია ძაღლი იკვებებოდეს ექსკლუზიურად ამ დიეტით. ნებისმიერი სხვა დამატებითი საკვების მიცემა უნდა შეთანხმდეს მკურნალ ექიმთან.
- რეკომენდებულია სადღეღამისო ნორმის დაყოფა რამდენიმე მცირე ულუფად, რათა არ გადაიტვირთოს კუჭი.
- რეკომენდებული კვების ხანგრძლივობა: მწვავე დიარეის დროს ან მის შემდგომ პერიოდში — 1-დან 2 კვირამდე; ნაწლავური შეწოვის უკმარისობის (მალაბსორბციის) კომპენსაციისთვის — 3-დან 12 კვირამდე.
- სუფთა სასმელი წყალი ცხოველისთვის მუდმივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
- შერეული კვებისას გაითვალისწინეთ: 100 გრამი Happy Dog VET Intestinal-ის სველი საკვები ენერგეტიკულად შეესაბამება დაახლოებით 40 გრამ იმავე ხაზის მშრალ საკვებს.
კვების ცხრილი
| ძაღლის იდეალური წონა (კგ) | ზრდასრული ძაღლის ნორმა (გ/24 სთ) | ახალგაზრდა ძაღლის, 6-12 თვე (გ/24 სთ) |
| 2 | 150 | 195 |
| 3.5 | 225 | 290 |
| 5 | 300 | 380 |
| 7.5 | 400 | 550 |
| 10 | 490 | 650 |
| 15 | 665 | 875 |
| 20 | 825 | 1100 |
| 30 | 1495 | 1875 |
| 40 | 1855 | 2326 |
ნორმა (სარეკომენდაციო): ზუსტი გრამაჟი (სველი კვებისთვის) განისაზღვრება ძაღლის ინდივიდუალური წონისა და მეტაბოლიზმის მიხედვით. გთხოვთ იხელმძღვანელოთ კონსერვის შეფუთვაზე დატანილი სპეციალური კვების ცხრილით.
