Happy Dog VET Diät Struvit არის გერმანული პრემიუმ ხარისხის, სრულფასოვანი დიეტური სველი საკვები ძაღლებისთვის. იგი სპეციალურად შემუშავებულია ვეტერინარების მიერ სტრუვიტული კენჭების ეფექტურად დასაშლელად და მათი ხელახალი წარმოქმნის (რეციდივის) თავიდან ასაცილებლად.
- კენჭების ეფექტური დაშლა: უმაღლესი ხარისხის ცილები და შარდის გამამჟავიანებელი სპეციალური ნივთიერებები უზრუნველყოფს შარდის pH დონის ოპტიმიზაციას, რაც ბუნებრივად შლის არსებულ სტრუვიტებს.
- საიმედო პრევენცია: მაგნიუმისა და ფოსფორის მკვეთრად შემცირებული დონე იცავს საშარდე გზებს ახალი კენჭების ფორმირებისგან.
- საშარდე გზების გამორეცხვა: ნატრიუმის ოდნავ გაზრდილი შემცველობა და სველი საკვების ტექსტურა ასტიმულირებს ძაღლში წყლის მიღების სურვილს, რაც ხელს უწყობს საშარდე გზების ბუნებრივ და ინტენსიურ გამორეცხვას.
შემდგენლობა: ხორცი და ცხოველური წარმოშობის სუბპროდუქტები (ქათამი და ღორი), ბრინჯი, ძირთეთრა (Pastinake), ორაგუ-ლის ზეთი, ცელულოზა, მინერალები, ვარდკაჭაჭას ფესვი (ფრუქტოოლიგოსაქარიდების – FOS წყარო), გლუკოზამინი, სამკურნა-ლო მცენარეების ნაზავი.
ანალიტიკური შემადგენლობა (Analytische Bestandteile): ნედლი ცილა: 7.5%, ნედლი ცხიმი: 5.5%, ტენიანობა: 77.0%, ნედლი ბოჭკო: 0.8%, ნედლი ნაცარი: 1.5%, კალციუმი: 0.16%, ფოსფორი: 0.14%, ნატრიუმი: 0.15%, კალიუმი: 0.22%, მაგნიუმი:0.02%, ქლორიდები: 0.25%, გოგირდი: 0.16%
დანამატები და ვიტამინები (Zusatzstoffe) 1 კგ-ზე:
- ვიტამინები: ვიტამინი D3 (3a671) – 150 ს.ე., ვიტამინი E (3a700) – 40 მგ.
- მიკროელემენტები: თუთია (3b605) – 25 მგ, მანგანუმი (3b503) – 2 მგ, სპილენძი (3b405) – 2 მგ, იოდი (3b202) – 0.4 მგ.
- ამინომჟავები (შარდის გამამჟავიანებელი): DL-მეთიონინი (3c301) – 2000 მგ.
კვების სადღეღამისო ნორმები
ულუფის ზომა დამოკიდებულია ძაღლის იდეალურ წონაზე. გთხოვთ, იხელმძღვანელოთ ქვემოთ მოცემული ცხრილით:
| ძაღლის იდეალური წონა | ნორმალური მოთხოვნილება (გ / 24 სთ) | შემცირებული მოთხოვნილება (გ / 24 სთ) |
| 2 კგ | 160 გ | 145 გ |
| 3.5 კგ | 240 გ | 215 გ |
| 5 კგ | 315 გ | 285 გ |
| 7.5 კგ | 425 გ | 380 გ |
| 10 კგ | 540 გ | 475 გ |
| 15 კგ | 725 გ | 650 გ |
| 20 კგ | 900 გ | 800 გ |
| 30 კგ | 1126 გ | 948 გ |
| 40 კგ | 1397 გ | 1176 გ |
მნიშვნელოვანი რეკომენდაციები და ვეტერინარის რჩევები:
- კვების ხანგრძლივობა: სტრუვიტული კენჭების დასაშლელად რეკომენდებული პერიოდია 5-დან 12 კვირამდე. სტრუვიტული კენჭების ხელახალი წარმოქმნის პრევენციისთვის გამოიყენება საწყისი 6 თვის განმავლობაში.
- ექსკლუზიური დიეტა: საუკეთესო შედეგის მისაღწევად ძაღლმა უნდა მიიღოს მხოლოდ VET Diät Struvit. დამატებითი საკვების ან სასუსნავების მიცემა შეათანხმეთ თქვენს ვეტერინართან.
- წყალი: უზრუნველყავით ძაღლის მუდმივი წვდომა სუფთა სასმელ წყალზე, რათა საშარდე გზები კარგად გამოირეცხოს.
- პორციის განაწილება: სადღეღამისო ნორმა უმჯობესია გაყოთ რამდენიმე მცირე ულუფად და ძაღლს მიაწოდოთ ოთახის ტემპერატურაზე.
- შერეული კვება: ამავე ხაზის (Struvit) მშრალ საკვებთან კომბინირებისას გაითვალისწინეთ, რომ 100 გრ. სველი საკვები უდრის 30 გრ. მშრალ საკვებს.
- შენიშვნა: დიეტის დაწყებამდე ან გახანგრძლივებამდე, რეკომენდებულია ვეტერინარის კონსულტაცია.
