АМИТРАЗИН улътра / ამიტრაზინ ულტრა 10 ml

  • დანიშნულება: ყურის დაავადებები
  • მწარმოებელი: ოლკარ-აგროზოოვეტ-სერვისი
  • წარმოშობის ქვეყანა: უკრაინა
  • პრეპარატის ფორმა:  ხსნარი
  • რაოდენობა: 10 მლ
  • სამიზნე ცხოველი: ძაღლი,კატა,ბეწვიანი ცხოველები

sku: 4820097809012

10,00 

Shipping and returns

Authorities in our business will tell in no uncertain terms that Lorem Ipsum is that huge, huge no no to forswear forever. Not so fast, I'd say, there are some redeeming factors in favor of greeking text, as its use is merely the symptom of a worse problem to take into consideration.

Product care

Anyway, you still use Lorem Ipsum and rightly so, as it will always have a place in the web workers toolbox, as things happen, not always the way you like it, not always in the preferred order.

Description

დეტალური აღწერა

აღწერილობა: სპეციფიკური სუნის მქონე გამჭვირვალე ზეთოვანი სითხე.

შემადგენლობა: პრეპარატის 1 მლ-ში შედის მოქმედი ნივთიერებები – ამიტრაზი – 0,003 მლ;დეკამეტოქსინი – 0,0004 მლ;

ფარმაკოლოგიური თვისებები: მოქმედი ნივთიერებების – ამიტრაზისა და დეკამეტოქსინის შეხამების წყალობით პრეპარატს ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი აქვს. ის აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების, სოკოების, სარკოპტოიდური ტკიპების, ძაღლების, კატების ბეწვიანი ცხოველების ფსოროფტოზის, ოტოდექტოზის (ყურის ტკიპების), კატების ნოტოედროზის, ძაღლების დემოდეკოზის გამომწვევების (Sarcoptes spp., Otodectes cynotis , Notoedres spp., Demodex spp., Psoroрtes cuniculi) წინააღმდეგ. პრეპარატი აშორებს ტკივილსა და ქავილს.

გამოყენება: პრეპარატი გამოიყენება ძაღლებში, კატებსა და ბეწვიანი ცხოველებში ოტიტებისა და მუნის ტკიპებით – Sarcoptes spp., Otodectes cynotis, Notoedres spp., Demodex spp., Psoroрtes cuniculi გამოწვეული კანის დაავადებების სამკურნალოდ. პრეპარატი, ასევე, გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, ანტიბიოტიკებთან და იმუნოსტიმულატორებთან ერთად.

დოზირება: დღეში ერთხელ პრეპარატის 2-3 წვეთს აწვეთებენ გარეთა სასმენ ხვრელში, ასევე, დააქვთ კანის დაზიანებულ უბნებზე. მკურნალობას ატარებენ დაავადების კლინიკური ნიშნების სრულ გაქრობამდე (6-8 დამუშავება). ყურის ნიჟარაში პრეპარატის ჩაწვეთებისას სასურველია გარეთა სასმენი ხვრელის გაწმენდა. კანის დაზიანებული უბნების დამუშავებისას ერთდროულად ამუშავებენ მათ გარშემო არანაკლებ 1 სანტიმეტრის სიგანის ზონასაც.

უკუჩვენებები: ცალკეულ ცხოველებში პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები: მოერიდეთ პრეპარატის ლორწოვან გარსებსა და თვალებზე მოხვედრას. სიფრთხილით დაამუშავეთ 4 კვირაზე ნაკლები ასაკის ცხოველები.

შენახვა: მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, 4°C-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა – 2 წელი

გამოშვების ფორმა: 10 მლ შუშის ფლაკონები. თან ახლავს პოლიმერული მასალისგან დამზადებული საწვეთურიანი თავსახური.