ბიოზანი-990 ფორტე

ფართო სპექტრის ანტიჰელმინთური საშუალება

  • შემადგენლობა: ოქსიკლოზანიდი, ოქსფენდაზოლი , ივერმექტინი
  • სამიზნე ცხოველი: მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი
  • გამოშვების ფორმა: 300 ტაბლეტი პოლიეთილენის ფლაკონში
  • მწარმოებელი: შპს „ბიოტეკსი“
  • წარმომავლობა: საქართველო

75,00 

Shipping and returns

Authorities in our business will tell in no uncertain terms that Lorem Ipsum is that huge, huge no no to forswear forever. Not so fast, I'd say, there are some redeeming factors in favor of greeking text, as its use is merely the symptom of a worse problem to take into consideration.

Product care

Anyway, you still use Lorem Ipsum and rightly so, as it will always have a place in the web workers toolbox, as things happen, not always the way you like it, not always in the preferred order.

Description

ბიოზანი 990 ფორტე  (Biozan 990 Forte) 

Oxyclozanide, Oxfendazole, Ivermectin

ტაბლეტი პერორალურად მისაღები, გამოიყენება ვეტერინარიაში

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიჰელმინთური საშუალება

შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს: ოქსიკლოზანიდს 680მგ, ოქსფენდაზოლს 300მგ, ივერმექტინი 10 მგ;

ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატს ახასიათებს ფართო სპექტრის ანტიჰელმინთური მოქმედება. მის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებების (ოქსიკლოზანიდის, ოქსფენდაზოლის, ივერმექტინის) კომბინაცია უზრუნველყოფს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის სრულ დეჰელმინთიზაციას ნემატოდების,ტრემატოდებისა და ცესტოდების საწინააღმდეგოდ.

გამოყენების ჩვენებები: პრეპარატი გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრისა და თხის სამკურნალოდ ფასციოლოზის, დიკროცელიოზის, პარამფისტომოზის, მონიეზიოზის, ავიტელინოზის, დიქტიოკაულოზის, ჰემონქოზის, ოსტერტაგიოზის, ტრიქოსტრონგილოზის, ნემატოდიროზის, კოოპერიოზის, ეზოფაგოსტომოზის, ბუნოსტომოზისა და ესტროზის დროს.

გამოყენების წესი: მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსან პირუტყვს პრეპარატი ეძლევა პერორალურად, ინდივიდუალურად. დოზა: ფასციოლოზის, დიკროცელოზის, დიქტიოკაულოზის, ჰემონქოზის, ოსტერტაგიოზის, ტრიქოსტრონგილოზი,ს ნემატოდიროზის, კოოპერიოზის, ეზოფაგოსტომოზის, ბუნოსტომოზის, ესტროზის დროს – 1 ტაბლ/65კგ ც.წ-ზე.

მონიეზიოზის, ავიტელინოზის, პარამფისტომოზის დროს – 1 ტაბლ/55კგ ც.წ-ზე.

უკუჩვენებები: არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება მაკეობის პირველ მესამედში, დასუსტებულ და დაავადებულ ცხოველებში.

გვერდითი მოვლენები: სწორი დოზირებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.

დაყოვნების პერიოდი: ცხოველის დაკვლა ხორცის გამოყენების მიზნით ნებადართულია პრეპარატის ბოლო მიცემიდან მსხვილფეხა პირუტყვის 28 დღის შემდეგ; ცხვრის, თხის 21 დღის შემდეგ.
რძე გამოსაყენებლად ვარგისია პრეპარატის ბოლო გამოყენებიდან 5 დღის (10 მონაწველის) შემდეგ.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 15-25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.