სინბიოფლორას ტაბლეტები საშუალო და დიდი ჯიშის ძაღლებისთვის
Bio PetActive Synbioflora არის საკვები დანამატი საშუალო და დიდი ჯიშის ძაღლებისთვის, რომელიც შემუშავებულია მიკრობული ფლორის ბალანსის შესანარჩუნებლად და ნაწლავების ჯანმრთელობის ხელშესაწყობად.
ერთ ტაბლეტში შედის პრობიოტიკები და პრებიოტიკები. სინბიოფლორას მთავარი ინგრედიენტია ბიოტიკი, რომელსაც Enterecoccus faecium ეწოდება.
ძაღლებისთვის განკუთვნილი Enterococcus faecium სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბუნებრივი ინგრედიენტია ჯანსაღი მონელების ხელშესაწყობად, რაც სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობას ზრდის.
- აძლიერებს იმუნურ სისტემას
- აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობას
- ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების შეწოვას
- ამსუბუქებს კუჭის დისკომფორტს
კვების წესი: ნაწლავის ფლორის შენარჩუნებისა და რეგულირებისთვის, 10-დან 25 კგ-მდე სხეულის წონის ძაღლებს მიეცით 1 ტაბლეტი დღეში. 25 კგ-ზე მეტი წონის ძაღლებს კი – 2 ტაბლეტი დღეში.
