Happy Cat VET Diät Gastro Intestinal 200gr / გასტრო ინტესტინალი

Shipping and returns

Authorities in our business will tell in no uncertain terms that Lorem Ipsum is that huge, huge no no to forswear forever. Not so fast, I'd say, there are some redeeming factors in favor of greeking text, as its use is merely the symptom of a worse problem to take into consideration.

Product care

Anyway, you still use Lorem Ipsum and rightly so, as it will always have a place in the web workers toolbox, as things happen, not always the way you like it, not always in the preferred order.

Description

Happy Cat VET Diät Intestinal (სველი საკვები) არის გერმანული პრემიუმ კლასის, ვეტერინარული სრულფასოვანი დიეტა, რომელიც სპეციალურად შექმნილია მწვავე და ქრონიკული კუჭ-ნაწლავის დარღვევების შესამსუბუქებლად.იგი გლუტენის გარეშეა და გამოირჩევა მარტივად მონელებადი ინგრედიენტებითა, ნახშირწყლების ოპტიმიზებული დონით, რაც საგრძნობლად ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დატვირთვას და ეხმარება  ფისოს სწრაფ გამოჯანმრთელებაში.

რატომ არის Happy Cat VET Intestinal საუკეთესო არჩევანი?

  • მარტივად მონელებადი: მსუბუქი ინგრედიენტები (ქათამი და ბრინჯი) მაქსიმალურად ინდობს და არ ტვირთავს კუჭსა და ნაწლავებს.
  • ნაწლავური მიკროფლორის აღდგენა: შეიცავს ინულინსა და საფუვრის ექსტრაქტს (MOS), რაც ხელს უწყობს ნაწლავების ჯანსაღი მიკროფლორის სწრაფ რეგენერაციას.
  • განავლის კონსისტენციის გაუმჯობესება: ძვირფასი დიეტური ბოჭკოები და მრავალძარღვას (Psyllium) თესლის ქერქი აკავებს წყალს და ეფექტურად არეგულირებს (ასტაბილურებს) განავლის კონსისტენციას დიარეის დროს.
  • გლუტენის გარეშე (Gluten-Free): იდეალურია ალერგიული და მგრძნობიარე კატებისთვის.

 შემადგენლობა:  ხორცი და ცხოველური წარმოშობის სუბპროდუქტები (46% ქათამი, 6% ღორი), ბრინჯი (4%), სტაფილო, მინერალები, ცელულოზა, ორაგულის ზეთი, ვარდკაჭაჭას ფესვი (ფრუქტოოლიგოსაქარიდების – FOS წყარო), მრავალძარღვას თესლის ქერქი (Psyllium), საფუვრის ექსტრაქტი (MOS – მანან-ოლიგოსაქარიდების წყარო), სამკურნალო მცენარეების ნაზავი.

ანალიტიკური შემადგენლობა (Analytische Bestandteile): ნედლი ცილა: 9.0%, ნედლი ცხიმი: 3.8%, ტენიანობა: 80.0%, ნახშირწყლები: 4.9%, ნედლი ნაცარი: 1.7%, ნედლი ბოჭკო: 0.6%, კალციუმი: 0.24%, ფოსფორი: 0.21%, ნატრიუმი: 0.12%, კალიუმი: 0.22%, მაგნიუმი: 0.02%, ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები: 0.5%, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები: 0.15%

დანამატები და სასიცოცხლო ვიტამინები 1 კგ-ზე (Zusatzstoffe):

  • ვიტამინები: ვიტამინი D3 (3a671) – 180 ს.ე., ვიტამინი E (30 მგ), B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი (B1 – 12 მგ, B2 – 4 მგ, B6 – 2.5 მგ, B12 – 38.5 მკგ), ბიოტინი (600 მკგ), კალციუმ-D-პანტოთენატი (5.3 მგ), ნიაცინამიდი (25 მგ), ქოლინის ქლორიდი (600 მგ).
  • სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებები: ტაურინი (560 მგ) — აუცილებელი მხედველობისა და გულისთვის; L-კარნიტინი (300 მგ).
  • მიკროელემენტები: თუთია (18 მგ), მანგანუმი (2 მგ), სპილენძი (1 მგ).

მნიშვნელოვანი რეკომენდაციები და ვეტერინარის რჩევები:

  • კვების ხანგრძლივობა: კუჭ-ნაწლავის პრობლემების სამკურნალოდ რეკომენდებულია საკვების მიცემა 12 კვირამდე. (დიეტის დაწყებამდე ან ვადის გახანგრძლივებამდე სასურველია ვეტერინარის კონსულტაცია).
  • ექსკლუზიური კვება: საუკეთესო და უსწრაფესი შედეგის მისაღწევად, კატამ უნდა მიიღოს მხოლოდ ეს დიეტა. ნებისმიერი სხვა საკვების ან სასუსნავის დამატება შეათანხმეთ მკურნალ ვეტერინართან.
  • პორციის განაწილება: თუ ვეტერინარს სხვაგვარი მითითება არ მოუცია, გირჩევთ, სადღეღამისო ნორმა გაყოთ და დღის განმავლობაში მიაწოდოთ რამდენიმე მცირე ულუფად.
  • ტემპერატურა და წყალი: საკვები ყოველთვის მიაწოდეთ ოთახის ტემპერატურაზე. უზრუნველყავით კატის მუდმივი წვდომა სუფთა სასმელ წყალზე.
  • მშრალ საკვებთან შერევა: თუ ამავე სამკურნალო ხაზის (VET Intestinal) მშრალ საკვებსაც იყენებთ, გაითვალისწინეთ: 100 გრ. სველი საკვები უდრის 23 გრ. მშრალ საკვებს.
  • ვისთვის არ შეიძლება ეს დიეტა? არ გამოიყენოთ 6 თვემდე ასაკის კნუტებისთვის, მაკე ან მეძუძური კატებისთვის და იმ შემთხვევებში, როცა კატას აქვს მწვავე პანკრეატიტი, ჰიპერლიპიდემია ან მოითხოვს ცხიმის მკვეთრად შემცირებულ დიეტას.

კვების სადღეღამისო ნორმა

კვების ნორმა დამოკიდებულია კატის წონასა და ასაკზე (შესაძლებელია მიცემა 6 თვის ასაკიდან).

კატის იდეალური წონა ზრდასრული კატის ნორმა ( / 24 სთ) ახალგაზრდა კატა (6-10 თვე) ( / 24 სთ)
კგ 190 გ 275 გ
კგ 230 გ 350 გ
კგ 275 გ 400 გ
კგ 300 გ 450 გ
კგ 325 გ 500 გ
კგ 365 გ 550 გ