Hydro Pet – საკვები დანამატი , რეჰიდრატაციის ფხვნილი.’
განკუთვნილია ელექტროლიტების დანაკარგის მქონე ძაღლებისა და კატებისათვის,რაც გამოწვეულია ღებინებით,დიარეით, ქირურგიული ჩარევის შემდეგ ან ზომიერი დეჰიდრატაციით.შეიცავს სპეციალურად შერჩეულ ინგრედიენტებს,რომლებიც ეხმარება თხევადობისა და ელექტროლიტური ბალანსის აღსადგენაში.
შემადგენლობა: თითოეული 10-გრამიანი პაკეტი შეიცავს:
- დექსტროზას — 7,200 მგ,
- ნატრიუმის ქლორიდს — 1,200 მგ,
- კალიუმის ქლორიდს — 600 მგ,
- ნატრიუმის ბიკარბონატს — 500 მგ
- ნატრიუმის ასკორბატს — 500 მგ.
გამოყენების წესი: ერთი პაკეტი გახსენით 500 მლ წყალში. მომზადებული ხსნარი მაცივარში შეინახეთ მაქსიმუმ 24 საათით.
არ მისცეთ ცივი.
ზოგადად,4-6 მლ Hydropet-ის ხსნარი 1 კგ სხეულის წონაზე საათში არის რეკომენდირებული დოზა. მისაცემი რაოდენობა ვეტერინართან შეათანხმეთ, განსაკუთრებით თუ ცხოველს ღებინება ან დიარეა გრძელდება.
შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მხოლოდ ცხოველებზე გამოსაყენებლად.
