Kladaxa 400 mg/100 mg – კლადაქსა 400მგ/100 მგ

კლადაქსა – კომბინირებული ანტიბაქტერიული პრეპარატი ცხოველებისთვის

  • დანიშნულება: ანტიბაქტერიული
  • ბრენდი: KRKA
  • წარმოშობის ქვეყანა: სლოვენია
  • პრეპარატის ფორმა: ტაბლეტი
  • რაოდენობა: 10
  • სამიზნე ცხოველი: ძაღლი,კატა

SKU: 3838989744670

SKU: 3838989744694

35,00 

Shipping and returns

Authorities in our business will tell in no uncertain terms that Lorem Ipsum is that huge, huge no no to forswear forever. Not so fast, I'd say, there are some redeeming factors in favor of greeking text, as its use is merely the symptom of a worse problem to take into consideration.

Product care

Anyway, you still use Lorem Ipsum and rightly so, as it will always have a place in the web workers toolbox, as things happen, not always the way you like it, not always in the preferred order.

Description

კლადაქსა – კომბინირებული ანტიბაქტერიული პრეპარატი ცხოველებისთვის  / 10 ტაბლეტი

შემადგენლობა:  ამოქსიცილინი, კლავულანის მჟავა.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კლადაქსა აერთიანებს ამოქსიცილინსა და კლავულანის მჟავას, რაც უზრუნველყოფს ფართო სპექტრის ანტიბაქტერიულ მოქმედებას მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიის წინააღმდეგ, მათ შორის: Staphylococcus spp.Escherichia coliSalmonella spp. და სხვა. პრეპარატი კარგად შეიწოვება და თერაპიული კონცენტრაცია ორგანიზმში ნარჩუნდება 12 საათის განმავლობაში.

ჩვენებები:

  • კანის ინფექციების, სასუნთქი სისტემის დაავადებების, შარდსასქესო გზების და კუჭ-ნაწლავის ინფექციების მკურნალობა.
  • გამოიყენება ძაღლებსა და კატებში ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.

უპირატესობები:

  • შესაფერისია ნებისმიერი ასაკისა და წონის ცხოველებისთვის.
  • ნებადართულია ორსულ და მეძუძურ ცხოველებში გამოყენება.
  • დაუხარჯავი ნახევარი აბი შეიძლება შეინახოს 24 საათის განმავლობაში.

დოზირება:

12.5 მგ/კგ ცხოველის სხეულის წონაზე დღეში 2-ჯერ. მძიმე შემთხვევებში დოზა შეიძლება გაიზარდოს 25 მგ/კგ-მდე.

აბები შეიძლება მიეცეს ცხოველს ხელით ან საკვებთან ერთად.

მკურნალობის კურსი: 5-7 დღე.

უკუჩვენებები:

  • არ გამოიყენოთ ცხოველებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა β-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.
  • არ არის რეკომენდებული ზოგიერთი სახეობისათვის, როგორიცაა ქვიშის ვირთხები, ზღვის გოჭები და კურდღლები.

გვერდითი მოვლენები:
თუ პრეპარატი გამოიყენება სწორად, გვერდითი მოვლენები იშვიათია. ალერგიული რეაქციის შემთხვევაში, შეწყვიტეთ გამოყენება და ჩაატარეთ სიმპტომური მკურნალობა.

შენახვის პირობები: სამკურნალო პრეპარატი ინახება მწარმოებლის მიერ წარმოებულ დახურულ შეფუთვაში, საკვები პროდუქტებისგან და საკვებისაგან მოშორებით, მზის სხივებისა და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 0-დან-250C -მდე ტემპერატურაზე

ვარგისობის ვადა: 2 წელი. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება აკრძალულია.