Milpro არის ფართო სპექტრის ჭიების საწინააღმდეგო საშუალება (მილბემიცინსა და პრაზიკვანტელზე დაფუძნებული) კატებისთვის.მისი გამოყენება უსაფრთხოა და ეფექტურია ჭიების ყველა ძირითადი სახეობის წინააღმდეგ:
ბრტყელი ჭიები (ცესტოდები): Dipylidium caninum, Taenia spp., Echinococcus spp., Mesocestoides spp.
მრგვალი ჭიები (ნემატოდები): Ancylostoma caninum, Toxocara canis, Toxascaris leonina, Trichuris vulpis, Crenosoma vulpis ,Thelazia callipaeda
Angiostrongylus vasorum
პროდუქტი შესაძლოა ასევე გამოყენებული იყოს დიროფილარიოზის (Dirofilaria immitis) პრევენციისთვის იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია ცესტოდების საწინააღმდეგოდ თანადროული მკურნალობა.
სამიზნე სახეობები: კატები
დოზირება / მიღების წესი
მიიღება ერთჯერადი პერორალური გზით. პროდუქტის მიღება უნდა მოხდეს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. ტაბლეტებს ხორცის არომატი აქვს და ადვილად მისაღებია . ტაბლეტები შეიძლება დაიყოს 2 ნაწილად. ძაღლის წონის გათვალისწინებით
- 0,5 – 1 კგ 1/2 ტაბლეტი
- 1 – 2 კგ 1 ტაბლეტი
გაფრთხილებები
- არ გამოიყენოთ 6 კვირამდე ასაკის და/ან 0,5 კგ-ზე ნაკლები წონის კნუტებში;
- არ გამოიყენოთ, თუ აქვთ მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- ეს არის ვეტერინარული პრეპარატი, გამოყენებამდე გაეცანით ინსტრუქციას.
შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი, არ გამოიყენოთ ეს ვეტერინარული პრეპარატი კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ტაბლეტის გამოუყენებელი ნახევარი შეიძლება მოთავსდეს ბლისტერში და შეინახოთ ჭიების მოშორებამდე, მაგრამ შეფუთვის გახსნიდან არა უმეტეს 6 თვისა.
