Propolis Ointment / დინდგელის მალამო -20 გრ

3,50 

Shipping and returns

Authorities in our business will tell in no uncertain terms that Lorem Ipsum is that huge, huge no no to forswear forever. Not so fast, I'd say, there are some redeeming factors in favor of greeking text, as its use is merely the symptom of a worse problem to take into consideration.

Product care

Anyway, you still use Lorem Ipsum and rightly so, as it will always have a place in the web workers toolbox, as things happen, not always the way you like it, not always in the preferred order.

Description

გარეგანი გამოყენების მალამო, გამოიყენება ვეტერინარიაში.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, კენტჩლიქიანები, ღორი, ბოცვერი, ძაღლი, კატა, ფრინველი.

შემადგენლობა: მალამოს 1 გ შეიცავს: დინდგელის ექსტრაქტს 24მგ.

გამოყენების ჩვენებები

ღია ჭრილობები, დამწვრობები, ეგზემა, ვაგინიტები, მასტიტები, დერმატიტები, ბურსიტები, ნაწიბურები, ნახეთქები, ჩლიქების ჩირქოვან-ნეკროზული პროცესების, ასევე პოსტოპერაციულ პერიოდში ჭრილობების შეხორცება და რეგენერაცია.

გამოშვების ფორმა: 20გ  მალამო პოლიეთილენის ქილებში

გამოყენების წესი და დოზები

მალამოს უსმევენ თხელ ფენად სუფთა თეთრ ქსოვილზე ან დოლბანდზე, რომელსაც შემდგომ დააფენენ სხეულის დაზიანებულ ადგილას, გადახვევებს და შეზელვას აწარმოებენ დღეში 2-3ჯერ გამოჯანმრთელებამდე.

მალამოს მსუბუქად შეაზელენ უშუალოდ დაზიანებულ კერას და მის გარშემო ქსოვილებს, ასევე საჭიროებისმებრ შეიძლება მისი ტამპონების გამოყენებაც.

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°C-ზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.